„რომა“ ანდრეა პინამონტით სერიოზულად დაინტერესდა
„რომა“ ანდრეა პინამონტით სერიოზულად დაინტერესდა

„რომას“ სურს საკუთარ რიგებში „ჯენოას“ 20 წლის თავმდამსხმელი, ანდრეა პინამონტი იხილოს და კლუბის ხელმძღვანელობა შეეცდება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ამ მიზნისთვის გამოიყენოს, – იუწყება  Corriere dello Sport.

პორტალი Transfermarkt შესაძლო ტრანსფერის ღირებულებად 15 მილიონ ევროს ასახელებს.

„ჯენოას“ ახალგაზრდა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ანდრეა პინამონტი მილანის „ინტერის“ აღზრდილია და იტალიის ახალგზარდულ ნაკრებში თავი არაერთხელ გამოიჩინა.

20 წლის იტალიელ ტალანტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და თუ „რომაში“ იასპარეზებს საკუთარი პოტენციალის გამოყენების შესანიშნავი საშუალება მიეცემა.