როლან გაროსზე მორიგი მოულოდნელობა მოხდა
როლან გაროსზე მორიგი მოულოდნელობა მოხდა

„დიდი სლემის“ რიგით მეორე ჩემპიონატის – როლან გაროსის ქალთა ტურნირზე სენსაციები გრძელდება.

პირველ სათამაშო დღეს ბრძოლას გამოეთიშნენ მოქმედი ჩემპიონი ელენა ოსტაპენკო, ვინუს უილიამსი და იოჰანა კონტა. ორშაბათს კი,  მათი ბედი გაიზიარა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონმა ვიქტორია აზარენკამ. მან ჩეხ კატერინა სინიაკოვასთან საათსა და 47 წუთში ორი სეტი წააგო – 5:7, 5:7.

პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი და ბრეიკი იყო, მეორეში კი, შვიდი ბრეიკი დაფიქსირდა.

აზარენკა სამჯერ იგებდა და სამივეჯერ სინიაკოვამ უკუბრეიკი შეასრულა, სეტის ბოლო ნაწილი კი, ისევ უკეთ ჩაატარა.