საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნარ ჯუდიჩელიმ დაადასტურა, რომ როლან გაროსი მაყურებლების თანდასწრებით ჩატარდება, თუმცა არ დაუზუსტებია – რა რაოდენობის ფანებს შეუშვებენ ტრიბუნებზე.
„ჩვენ ნამდვილად არ ვითამაშებთ მაყურებლების გარეშე, – თქვა ჯუდიჩელიმ. – გულშემატკივრების რაოდენობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მივიღებთ”.
ადრე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ როლან გაროსი 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე ჩაივლის. თავდაპირველად, ტურნირის დასრულებას 6 ოქტომბერს გეგმავდნენ.