როლან გაროსზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 15-ს მიაღწია
როლან გაროსზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 15-ს მიაღწია

ფრანგულ პრესაში გამოქვეყნდა ახალი ინფორმაცია ჩოგბურთელებს შორის კორონავირუსის გავრცელების თაობაზე.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ბოსნიელი დამირ ძუმჰური ვერ ითამაშებდა როლან გაროსის კვალიფიკაციაში, რადგან მას კორონავირუსი აღმოაჩნდა. შემდეგ დაიწერა, რომ ტურნირს ჩამოაშორეს სერბი პედიუ კრშტინი, რადგან ის ერთ ნომერში ცხოვრობდა მწვრთნელთან, რომელმაც კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა. მოგვიანებით კი ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გაარკვია, რომ გარდა ამ ორი დასახელებული ჩოგბურთელისა, კვალიფიკაციის ბადეს ასევე ჩამოაშორეს დენის ისტომინი, ერნესტო ესკობედო და ბერნაბე საპატა.

ახლა კი „მარკას“ მტკიცებით, დადებითი ტესტები არის ქალთა ბადეშიც და მათი რიცხი შეიძლება 15-ს აღწევდეს. ჩოგბურთელებს, რომლებიც ვერ შეძლებენ მონაწილეობას, ფრანგი მოთამაშეებით ჩაანაცვლებენ.

„ტურნირის ორგანიზაცია შორს არის „დიდი სლემის“ ჩემპიონატის დონისგან, – განაცხადა ერთ-ერთმა ჩოგბურთელმა, რომელიც ინკოგნიტოდ დარჩა. – ყველაფერი შენელებულია, კომუნიკაცია დალაგებული არ არის, დიდი ხანი ლოდინი გვიწევს. გარდა ამისა, სასტუმროს მომსახურე პერსონალი ნიღბებს არ ხმარობს, მაგიდებს არარეგულარულად ასუფთავებენ“.

საფრანგეთის ღია პირველობა 27 სექტემბერს დაიწყება.

დატოვე კომენტარი