როლან გაროსზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე პორტუგალიელი ჩოგბურთელი იქნება #1TVSPORT
ცნობილია ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე როლან გაროსის ძირითად ბადეში. ეს არის მსოფლიოს 201-ე ჩოგანი, 21 წლის პორტუგალიელი ენრიკე როჩა, რომელიც ასევე საკვალიფიკაციოს გავლით მოხვდა ძირითად ბადეში.
ბასილაშვილი და როჩა პროფესიულ ტურში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. მათ შორის გამარჯვებული მეორე წრეში ჩეხ იაკუბ მენშიკსა და ფრანგ ალექსანდრ მიულერს შორის მოგებულს შეხვდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილს როლან გაროსზე რვაჯერ უთამაშია და საუკეთესო შედეგი 2017 წელს ჰქონდა, როცა მესამე წრეში გავიდა.