როლან გაროსის უმაყურებლოდ გამართვა აღარ განიხილება
როლან გაროსის უმაყურებლოდ გამართვა აღარ განიხილება

საფრანგეთის ღია პირველობის დირექტორმა გი ფორჟემ 2020 წელს როლან გაროსის ჩატარების გეგმებზე ილაპარაკა.

„სიტუაცია სულ უფრო მეტად ოპტიმისტურია. თუ მთავრობა ივნისში აპირებს მუნიციპალური არჩევნების ჩატარებას, რატომ არ შეიძლება გაიმართოს ტურნირი მაყურებლების თანდასწრებით. სიმართლე ითქვას, ასეთი ვარიანტი უკვე აღარც განიხილება. უბრალოდ, იქნება 25 ათასი გულშემატკივარი და არა 40 ათასი. ჩვენ კარგი ტურნირის ორგანიზებას ვაპირებთ“, – განაცხადა გი ფორჟემ.

2020 წელს, როლან გაროსი დათქმულ ვადაში არ გაიმართა და ის შემოდგომისთვის გადაიტანეს.

დატოვე კომენტარი