როლან გაროსის ოთხ მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

13:42, 21.09.2020

ცნობილი გახდა საფრანგეთის ღია ჩემპიონატის იმ ოთხი მონაწილე ჩოგბურთელის ვინაობა, რომლებსაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ. ესენი არიან: უზბეკეთის წარმომადგენელი დენის ისტიომინი, ესპანელი ბერნაბე საპატა-მირალესი, სერბი პეჟა კრშტინი და ამერიკელი ერნესტო ესკობედო, – იტყობინება გამოცემა „მარკა“.

„როლან გაროსის“ პროტოკოლის მიხედვით, ზემოთაღნიშნული მოთამაშეები მონაწილეობას ვერ მიიღებენ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც სტარტს დღეს, 21 სექტემბერს აიღებს.

მსგავსი