როლან გაროსის ორგანიზატორებმა ნიკ კირგიოსი ტურნირზე არ დაუშვეს
როლან გაროსის ორგანიზატორებმა ნიკ კირგიოსი ტურნირზე არ დაუშვეს

სკანდალურად ცნობილი ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირგიოსი ვერ ითამაშებს „დიდი სლემის“ მეორე ტურნირზე – როლან გაროსზე, რომელიც 26 მაისს პარიზში დაიწყება. ჩოგბურთელმა ორგანიზატორებისგან უარი მიიღო, – წერს სააგენტო „ეი ეფ პი“ (AFP). მიზეზების შესახებ არაფერს იტყობინებიან.

ცოტა ხნის წინ, რომის „მასტერსზე“ კირგიოსმა დისკვალიფიკაცია მიიღო არასპორტული საქციელისთვის – კერძოდ, ნორვეგიელ კასპერ რუუდთან მატჩში, რაღაცაზე გაბრაზებულმა ავსტრალიელმა სკამი კორტზე მოისროლა და თამაში მიატოვა. მსაჯმა ნიკს ტექნიკური წაგება ჩაუთვალა.

ამის შემდეგ, კირგიოსმა ინტერვიუში უცენზუროდ მოიხსენია როლან გაროსის ტურნირი. პარიზში ავსტრალიელს პირველ წრეში ბრიტანელ კემერონ ნორისთან უნდა ეთამაშა.

ATP-ის კლასიფიკაციაში ნიკი 36-ე ადგილზეა.