როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონი სუპერმარკეტში მუშაობს
როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონი სუპერმარკეტში მუშაობს

წყვილთა თანრიგში როლან გაროსის მოქმედმა ჩემპიონმა, გერმანელმა ჩოგბურთელმა კევინ კრავიცმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სუპერმარკეტში მუშაობა გადაწყვიტა.

„მაღაზიაში უკვე მეოთხე კვირაა ვმუშაობ და ამაში 450 ევროს მიხდიან. ვალაგებ თაროებს, ვახარისხებ ყუთებს. გასულ კვირას შესასვლელთან ვიდექი და კალათებს სადეზინფექციო ხსნარს ვასხამდი“, – განუცხადა „შპიგელს“ კრავიცმა.

2019 წელს, კრავიცმა თანამემამულე ანდრეას მისთან ერთად სენსციურად მოიგო როლან გაროსი წყვილებში. დუეტმა ფინალში ორ სეტში მოუგო ფრანგებს – ჟერემი შარდისა და ფაბრის მარტინს. ეს იყო საფრანგეთის ღიას წყვილებში გერმანული დუეტის პირველი გამარჯვება 1937 წლის შემდეგ. ამ ტრიუმფისთვის კრავიცმა 300 ათას დოლარზე მეტი მიიღო.