როლან გაროსის ფინალისტმა კარიერა დაასრულა
როლან გაროსის ფინალისტმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ჩეხმა ჩოგბურთელმა ლუსი საფაროვამ ბოლო მატჩი ჩაატარა კარიერაში. პრაღის ტურნირის წყვილთა თანრიგში 32 წლის სპორტსმენმა თანამემამულე ბარბორა სტეფკოვასთან წყვილში წააგო პირველი წრის შეხვედრა რუს იანა სიზიკოვასთან და იაპონელ მაკოტო ნინომისთან – 4:6, 6:4, 11:13.

ერთეულებში საფაროვას საუკეთესო მიღწევაა 2015 წელს როლან გაროსის ფინალში გასვლა, სადაც ის ამერიკელ სერენა უილიამსთან დამარცხდა. იმ წელს, ჩეხი მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი გახდა, რაც მისი პირადი რეკორდია. სულ მას ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) შვიდი ტიტული აქვს მოგებული.

წყვილებში ლუსიმ დიდი სლემის ოთხი ტურნირი მოიგო და ასევე იყო კლასიფიკაციის პირველი ნომერი.
გარდა ამისა, 2011-18 წლებში, საფაროვა ოთხჯერ გახდა ფედერაციის თასის გამარჯვებული.