„როლან გაროსის“ ფინალისტი აშშ-ის ღიას გამოტოვებს
„როლან გაროსის“ ფინალისტი აშშ-ის ღიას გამოტოვებს

ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა ვერ ითამაშებს აშშ-ის ღია პირველობაზე. როგორც WTA Insider-ის „ტვიტერი“ წერს, 20 წლის ჩოგბურთელი გამოტოვებს „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირს მარცხენა მაჯის ტრავმის გამო. სწორედ ამ დაზიანების მიზეზით, ვონდროუშოვამ ვერც უიმბლდონზე ითამაშა.

ჩეხს აშშ-ის ღიას პირველ წრეში შვეიცარიელი ვიქტორია გოლუბიჩის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. მას ძირითად ბადეში ჩინელი შუაი ჟანგი შეცვლის.

მარკეტა ვონდროუშოვა წელს „როლან გაროსის“ ფინალში გავიდა და იქ ავსტრალიელ ეშლი ბარტისთან წააგო.