როლან გაროსის ჩატარების თარიღს კიდევ ერთხელ გადაწევენ

15:25, 24.04.2020

„დიდი სლემის“ რიგით მეორე ტურნირი როლან გაროსი, შესაძლოა, კიდევ უფრო გვიან გაიმართოს.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთის ღია პირველობა გაზაფხულიდან შემოდგომაზე (20 სექტემბერი-4 ოქტომბერი) გადაიტანეს. მაგრამ, ახლა, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) და ქალთა საჩოგბურთო ასოციაცია (WTA) კიდევ ერთი კვირით აპირებენ ტურნირის გადაწევას. ეს ორ კვირამდე გაზრდის შუალედს აშშ-ის ღია პირველობას (24 აგვისტო-13 სექტემბერი) და როლან გაროსს შორის, შესაბამისად ჩოგბურთელებს საშუალება ექნებათ უკეთ მოემზადონ გრუნტის მთავარი ტურნირისთვის.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის ყველა საჩოგბურთო ტურნირი 13 ივლისამდეა გაუქმებული.

მსგავსი