როლან გაროსი, XI დღე - სოფია კენინი ბოლო ნახევარფინალისტი გახდა
როლან გაროსი, XI დღე - სოფია კენინი ბოლო ნახევარფინალისტი გახდა

როლან გაროსის ქალთა ტურნირის ბოლო მეოთხედფინალში ამერიკული დაპირისპირება შედგა ავსტრალიის ღიას ჩემპიონ სოფია კენინსა და დანიელ კოლინზს შორის. შეხვედრა ზუსტად ორი საათი გაგრძელდა და კენინმა სამ სეტში მოიგო – 6:4, 4:6, 6:0.

კოლინზი ამ ტურნირზე ლიდერია „ვინერსების“ რაოდენობით, მაგრამ ამ მაჩვენებლით შეხვედრაში კენინი იყო გამორჩეული – 38 ქულა აიღო აქტიური მოქმედებით და მხოლოდ 26 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

პირველ სეტში კენინი სრულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა, მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ერთი გამოიყენა. მეორე სეტშიც კენინი დაწინაურდა ბრეიკით და მიუახლოვდა გამარჯვებას, მაგრამ კოლინზმა შეძლო ინიციატივის მოპოვება და ორი უკუბრეიკით სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. თუმცა, ეს მისი დროებითი წარმატება აღმოჩნდა. კენინმა მესამე სეტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და „მშრალი“ ანგარიშით მოიგო. ეს მისთვის პირველი ნახევარფინალია როლან გაროსზე და ამ ეტაპზე პეტრა კვიტოვას დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი