როლან გაროსი, XI დღე - ციციპასმა ბოლო რუსი გამოთიშა ტურნირს
როლან გაროსი, XI დღე - ციციპასმა ბოლო რუსი გამოთიშა ტურნირს

ბერძენი სტეფანოს ციციპასი კარიერაში პირველად ითამაშებს როლან გაროსის ნახევარფინალში. მან ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაამარცხა რუსი ანდრეი რუბლიოვი – 7:5, 6:2, 6:3. მატჩი საათი და 55 წუთი გაგრძელდა. ბერძენმა რევანში აუღო რუსს როლან გაროსის წინ, ჰამბურგის ტურნირის ფინალში წაგებისთვის.

რუბლიოვს მხოლოდ პირველი სეტის პირველ ნაწილში გამოუვიდა თამაში, სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ერთი გამოიყენა. 3:5-დან მოყოლებული, ციციპასმა სრულად აიღო ინიციატივა. მატჩის ბოლომდე რუბლიოვს მეტოქის მოწოდების აღების შანსი აღარ ჰქონია, ბერძენმა კი ხუთი ბრეიკი შეასრულა – ორი პირველში, ორი მეორეში და ორი – მესამედში.

ციციპასს შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა – პირველი მოწოდებით აღებული ქულების რაოდენობა (80 პროცენტი), 35 „ვინერსი“ და მხოლოდ 17 უნებლიე შეცდომა.