როლან გაროსი, ქალები - მეშვიდე დღის ფაქტები და შედეგები
როლან გაროსი, ქალები - მეშვიდე დღის ფაქტები და შედეგები

ფაქტები

* იგა შვიონტეკს როლან გაროსზე ზედიზედ 20 სეტი აქვს მოგებული.

* ბარბორა კრეიჩიკოვასა და ელინა სვიტოლინას მატჩის პირველი სეტის მერვე გეიმი 20 წუთი და 12 წამი გრძელდებოდა. ჩეხმა შეძლო საკუთარი გეიმის აღება ოთხი ბრეიკ-პოინტის მოგერიების შემდეგ. გეიმში 32 გათამაშება ჩაეტია და 13-ჯერ იყო ანგარიში თანაბარი.

* კორი გაუფმა 19 წუთი მოანდომა ჯენიფერ ბრეიდისთან პირველი სეტის მოგებას.

* 17 წლის გაუფი პირველად ითამაშებს როლან გაროსის მერვედფინალში.

* პირველად „დიდი სლემის“ ტურნირების ისტორიაში, ორ ბერძენი ითამაშებს მერვედფინალურ ეტაპზე – ქალებში მარია საკარი და კაცებში – სტეფანოს ციციპასი.

 

ქალები. 1/16 ფინალი

კენინი (აშშ, 4)-პეგულა (აშშ, 28)     4:6, 6:1, 6:4

კრეიჩიკოვა (ჩეხ)-სვიტოლინა (უკრ, 5)     6:3, 6:2

შვიონტეკი (პოლ, 8)-კონტავეიტი (ესტ, 30)         7:6(4), 6:0

გაუფი (აშშ, 24)-ბრეიდი (აშშ. 13)    6:1 უარი

საკარი (საბ, 17)-მერტენსი (ბელ, 14)          7:5, 6:7(2), 6:2

სტივენსი (აშშ)-მუხოვა (ჩეხ, 18)     6:3, 7:5

ჟაბორი (ტუნ, 25)-ლინეტი (პოლ)  3:6, 6:0, 6:1

კოსტიუკი (უკრ)-გრაჩოვა (რუს)    6:1, 6:2

დატოვე კომენტარი