როლან გაროსი, ქალები - მერვედფინალის ფაქტები და შედეგები
როლან გაროსი, ქალები - მერვედფინალის ფაქტები და შედეგები

ფაქტები

0 – 184 სანტიმეტრი სიმაღლის ყაზახ ჩოგბურთელს ეენა რიბაკინას არც ერთი სეტი არ წაუგია მეოთხედფინალამდე.

0 – სერენა უილიამსის გავარდნის შემდეგ, ქალთა სატურნირო ბადის ქვედა მხარეს TOP10-ის არც ერთი ჩოგბურთელი არ დარჩა.

1 – ტამარა ზიდანშეკი პირველი სლოვენიელია, ვინც „დიდი სლემის“ ტურნირების მეოთხედფინალში გავიდა. მიმა იაუშოვეცი, რომელმაც 1977 წელს როლან გაროსი მოიგო, წარმოშობით მარიბორელი იყო, მაგრამ იუგოსლავიის სახელით გამოდიოდა.

6 – რვა ქალი მეოთხედფინალისტიდან ექვსი პირველად ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირების მეოთხედფინალში – მარია საკარი, ელენა რიბაკინა, კორი გაუფი, ბარბორა კრეიჩიკოვა, პაულა ბადოსა და ტამარა ზიდანშეკი. ანასტასია პავლიუჩენკოვა ექვსჯერ ყოფილა მეოთხედფინალში, მაგრამ არასოდეს გასულა ნახევარფინალურ ეტაპზე, იგა შვიონტეკი კი შარშან პირველად გავიდა მეოთხედფინალში და შემდეგ როლან გაროსის მოგება შეძლო.

10 – ამდენი წელი დასჭირდა რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას როლან გაროსის მეოთხედფინალამდე მისასვლელად. 2011 წელს, მას იტალიელ ფრანჩესკა სკიავონესთან წააგო მეოთხედფინალი.

11 – იგა შვიონტეკს როლან გაროსზე 11-მატჩიანი მოგებების სერია აქვს, თანაც ისე, რომ ამ თამაშებში ერთი სეტიც არ წაუგია.

53 – გაუფს ერთი საათიც არ დასჭირვებია ონს ჟაბორის დასამარცხებლად.

2006 კორი გაუფი 2006 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტი გახდა. 17 წლის ამერიკელმა ამ შედეგს ისე მიაღწია, რომ სეტი არ წაუგია.

 

ქალები. 1/8 ფინალი

საკარი (საბ, 17)-კენინი (აშშ, 4)       6:1, 6:3

რიბაკინა (ყაზ, 21)-ს. უილიამსი (აშშ, 7)   6:3, 7:5

შვიონტეკი (პოლ, 8)-კოსტიუკი (უკრ)      6:3, 6:4

პავლიუჩენკოვა (რუს, 31)-აზარენკა (ბლრ, 15)  5:7, 6:3, 6:2

გაუფი (აშშ, 24)-ჟაბორი (ტუნ, 25)   6:3, 6:1

ბადოსა (ესპ, 33)-ვონდროუშოვა (ჩეხ, 20) 6:4, 3:6, 6:2

კრეიჩიკოვა (ჩეხ)-სტივენსი (აშშ)   6:2, 6:0

ზიდანშეკი (სლოვე)-კირსტეა (რუმ)         7:6(4), 6:1

 

ქალები. 1/4 ფინალი

შვიონტეკი (პოლ, 8)-საკარი (საბ, 17)

რიბაკინა (ყაზ, 21)-პავლიუჩენკოვა (რუს, 31)

გაუფი (აშშ, 24)-კრეიჩიკოვა (ჩეხ)

ბადოსა (ესპ, 33)-ზიდანშეკი (სლოვე)