როლან გაროსი, ქალები - მეექვსე დღის ფაქტები და შედეგები #1TVSPORT
როლან გაროსი, ქალები - მეექვსე დღის ფაქტები და შედეგები #1TVSPORT

* 39 წლისა და 251 დღის სერენა უილიამსი მეორე ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელია, ვინც როლან გაროსის მერვედფინალამდე მიაღწია. რეკორდსმენია ავსტრალიელი ჯუდი დალტონი, რომელმავ 1977 წელს, ავსტრალიის ღიას მერვედფინალში 40 წლისა და სამი დღის ასაკში გააღწია.

* ბელარუსი არინა საბალენკა არასოდეს გასულა „დიდი სლემის“ ტურნირების მეოთხედფინალში. ის ერთადერთია TOP15-ის წევრებისგან, ვისაც ამ სტადიაზე არ უთამაშია.

* სორანა კირსტეამ 2009 წელს როლან გაროსის 1/4 ფინალში ითამაშა. მაშინ ის 19 წლის იყო. 12 წლის შემდეგ, რუმინელი ისევ გადავიდა პარიზული ტურნირის მეორე კვირაში.

* 2014 წლის შემდეგ პირველად, მერვედფინალში არ იქნებიან რეიტინგის პირველი, მეორე და მესამე ნომრები – სლი ბარტი, ნაომი ოსაკა და არინა საბალენკა.

* ვიქტორია აზარენკა 2013 წლის შემდეგ პირველად და ჯამში მეექვსედ გავიდა როლან გაროსის ნერვედფინალში.

 

ქალები. 1/16 ფინალი

ს. უილიამსი (აშშ, 7)-კოლინზი (აშშ)        6:4, 6:4

აზარენკა (ბლრ, 15)-კისი (აშშ, 23)  6:2, 6:2

ვონდროუშოვა (ჩეხ, 20)-ჰერცოგი (სლოვე)        6:3, 6:3

რიბაკინა (ყაზ, 21)-ვესნინა (რუს)  6:1, 6:4

პავლიუჩენკოვა (რუს, 31)-საბალენკა (ბლრ, 3)  6:4, 2:6, 6:0

ბადოსა (ესპ, 33)-ბოგდანი (რუმ)    2:6, 7:6(4), 6:4

ზიდანსეკი (სლოვე)-სინიაკოვა (ჩეხ)        0:6, 7:6(5), 6:2

კირსტეა (რუმ)-კასატკინა (რუს)     6:3, 6:2

დატოვე კომენტარი