როლან გაროსი | გამარჯვება პირველ მატჩში - ბასილაშვილმა თამაში 2:0-დან შემოატრიალა #1TVSPORT
როლან გაროსი | გამარჯვება პირველ მატჩში - ბასილაშვილმა თამაში 2:0-დან შემოატრიალა #1TVSPORT

პარიზში, როლან გაროსის ტურნირი დაიწყო. პირველ ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ მაქსიმ კრესს დაუპირისპირდა.

მატჩი ქართველი ჩოგბურთელისთვის ძალიან ცუდად დაიწყო და ბასილაშვილმა პირველი ორი სეტი (3:6, 2:6) დათმო.

თუმცა საქართველოს პირველმა ჩოგანმა საოცარი ხასიათი და პროფესიონალიზმი გამოავლინა. ბასილაშვილმა ფაქტობრივად წაგებული თამაშის შემოტრიალება მოახერხა, მომდევნო სამი სეტი მოიგო და საბოლოოდ, მეტოქე ხუთ სეტში დაამარცხა (3:6, 2:7, 7:6, 6:4, 6:4).

ბასილაშვილი კრესისთან აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო შეხვედრილი და ის მატჩიც (ამერიკის ღია პირველობაზე) ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.

ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე ამერიკელ მაკენზი მაკდონალდსა და იტალიელ ფრანკო აგემენონს შორის გამარჯვებული იქნება.

დატოვე კომენტარი