როლან გაროსი აუცილებლად გაიმართება
როლან გაროსი აუცილებლად გაიმართება

საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნარ გიუდიჩელიმ კომენტარი გაუკეთა როლან გაროსის შემოდგომაზე გადატანას. სააგენტო AFP-სთვის მიცემულ კომენტარში მან განაცხადა, რომ ფედერაცია აუცილებლად ეცდება ტურნირის ჩატარებას მაყურებლების თანდასწრებით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის მთავრობა მიიღებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთის ღია პირველობა წელს ნამდვილად გაიმართება. ჩატარების ვარიანტია – მაყურებლების მაქსიმალური რაოდენობა.

რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს, ჩვენ კი მოგვიწევს რეკომენდაციებთან ადაპტირება. ცხადია, ტურნირი მაყურებლების გარეშე – ასევე ვარიანტია. როგორც ნებისმიერი სხვა დიდი ტურნირი, როლან გაროსიც – ეს არის მოვლენა მოთამაშეებისთვის და გულშემატკივრებისთვის. სწორედ ეს ქმნის ადგილის მაგიას და ჩვენ გვინდა ეს მაგია შევინარჩუნოთ“, – თქვა გიუდიჩელიმ.