როლან გაროსი 2020, ქალები - 1/8 ფინალის ფაქტები და შედეგები
როლან გაროსი 2020, ქალები - 1/8 ფინალის ფაქტები და შედეგები

0 – სიმონა ჰალეპმა ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიმუშავა იგა სვიატეკთან მატჩში. ეს უიშვიათესი სტატისტიკაა ქალებს შორის, მით უმეტეს, გრუნტის კორტზე.

82 – მარტინა ტრევისანი რეიტინგის მინიმუმ 82-ე პოზიციაზე დაასრულებს როლან გაროსს. მან ტურნირი 159-ე ნომრის რანგში დაიწყო და მეოთხედფინალში გასვლის წყალობით, 77 ადგილი მოიგო.

1 – მას შემდეგ, რაც როლან გაროსს მერვედფინალიდან გამოეთიშნენ გარბინე მუგურუსა და სიმონა ჰალეპი, ეს იმას ნიშნავს, რომ ტურნირს ახალი ჩემპიონი ეყოლება. ხოლო, თუ ტიტულს ვერ აიღებენ პეტრა კვიტოვა ან სოფია კენინი, მაშინ საერთოდ “დიდი სლემის” ტურნირების ახალ ტრიუმფატორს გავიცნობთ.

2.1 – კაროლინ გარსია სვიტოლინასთან მატჩში საშუალოდ 2.1 უნებლიე შეცდომას უშვებდა გეიმში – 16 გეიმში 34 შეცდომა ჰქონდა.

 

1/8 ფინალი

სვიატეკი (პოლ)-ჰალეპი (რუმ, 1)          6:1, 6:2

ტრევისანი (იტა)-ბერტენსი (ნიდ, 5)   6:4, 6:4

სვიტოლინა (უკრ, 3)-გარსია (საფ)  6:1, 6:3

პოდოროსკა (არგ)-კრეიჩიკოვა (ჩეხ)    2:6, 6:2, 6:3