როლან გაროსი 2020, კაცები - 1/8 ფინალის ფაქტები და შედეგები
როლან გაროსი 2020, კაცები - 1/8 ფინალის ფაქტები და შედეგები

1 – იანის სინერი პირველად მონაწილეობს როლან გაროსზე და პირველივე ცდაზე მეოთხედფინალში გავიდა. ბოლოს ასეთი ამ 2005 წელს ნადალმა შეძლო. სწორედ მას შეხვდება სინერი მეოთხედფინალში.

5 – დომინიკ ტიმი ზედიზედ მეხუთედ გავიდა როლან გაროსის მეოთხედფინალში. უფრო გრძელი სერია ჰქონიათ: ნადალს, ვილასსა და ლენდლს (6), კონორსს (7), ფედერერს (9) და ჯოკოვიჩს (10).

23 – ეს არის გეიმების რაოდენობა, რომელიც რაფაელ ნადალმა მეოთხედფინალამდე წააგო. შთამბეჭდავი შედეგია, მაგრამ ესპანელს უკეთესადაც უთამაშია როლან გაროსზე: 2012 წელს, პირველ ოთხ მატჩში 19 გეიმი დათმო, 2017 წელს – 20, 2008 წელს – 22.

55 – სებასტიან კორდამ მხოლოდ ოთხი გეიმი აიღო ნადალთან მატჩში, მაგრამ ჯამში 55 გათამაშება მოიგო 146-დან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალგაზრდა ამერიკელმა მაქსიმალურად იბრძოლა. ამაზე მეტყველებს მატჩის ხანგრძლივობა – საათი და 55 წუთი.

 

1/8 ფინალი

შვარცმანი (არგ, 12)-სონეგო (იტა)            6:1, 6:3, 6:4

ტიმი (ავსტრია, 3)-გასტონი (საფ)          6:4, 6:4, 5:7, 3:6, 6:3

სინერი (იტა)-ა. ზვერევი (გერ, 6)           6:3, 6:3, 4:6, 6:3

ნადალი (ესპ, 2)-კორდა (აშშ)            6:1, 6:1, 6:2