როლან გაროსი 2020, კაცები - 1/8 ფინალის ფაქტები და შედეგები
როლან გაროსი 2020, კაცები - 1/8 ფინალის ფაქტები და შედეგები

2 – სტეფანოს ციციპასი მეორედ ითამაშებს “დიდი სლემის” ტურნირის მეოთხედფინალში. ბერძენი ამ ეტაპზე პირველად იქნება როლან გაროსზე. აქამდე, ფრანგული ტურნირის მეოთხედფინალში ბერძენი მოთამაშე არასოდეს ყოფილა, თუმცა, 1926 წელს, რვა საუკეთესოს შორის მოხვდა ბერძნული წარმოშობის ფრანგი ელენ კონტოსტავლოსი.

25 – მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეოთხედფინალამდე 25 გეიმი წააგო. ეს მისი რეკორდია როლან გაროსზე. თუ “დიდი სლემის” ყველა ტურნირს ავიღებთ, სერბს ამ მხრივ საუკეთესო შედეგი 2012 წლის აშშ-ის ღიაზე ჰქონდა: პირველ ოთხ მატჩში 20 გეიმი წააგო, თუმცა, ის ტურნირი სერბმა ვერ მოიგო.

29 – ანდრეი რუბლიოვი აგრძელებს წარმატებულ 2020 წლის სეზონს. რუსს 29 მოგება და ექვსი წაგება აქვს და ამ მაჩვენებლებით ჩამორჩება მხოლოდ ჯოკოვიჩს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 35 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთხელ წააგო.

 

1/8 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ხაჩანოვი (რუს, 15)  6:4, 6:3, 6:3

ნადალი (ესპ, 2)-კორდა (აშშ)  6:1, 6:1, 6:2

ტიმი (ავსტრია, 3)-გასტონი (საფ) 6:4, 6:4, 5:7, 3:6, 6:3

ციციპასი (საბ, 5)-დიმიტროვი (ბულ, 18)  6:3, 7:6(9), 6:2

სინერი (იტა)-ა. ზვერევი (გერ, 6) 6:3, 6:3, 4:6, 6:3

შვარცმანი (არგ, 12)-სონეგო (იტა)  6:1, 6:3, 6:4

რუბლიოვი (რუს, 13)-ფუჩოვიჩი (უნგ)  6:7(4), 7:5, 6:4, 7:6(3)

კარენიო ბუსტა (ესპ, 17)-ალტმაიერი (გერ)  6:2, 7:5, 6:2

 

1/4 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კარენიო ბუსტა (ესპ, 17)

რუბლიოვი (რუს, 13)-ციციპასი (საბ, 5)

შვარცმანი (არგ, 12)-ტიმი (ავსტრია, 3)

სინერი (იტა)-ნადალი (ესპ, 2)