როლან გაროსი 2020, კაცები - 1/16 ფინალის ფაქტები და შედეგები
როლან გაროსი 2020, კაცები - 1/16 ფინალის ფაქტები და შედეგები

5 – მეხუთედ ისტორიაში, როლან გაროსის მეორე კვირაში გადავიდა კვალიფიკაციაგამოვლილი ორი ან მეტი მოთამაშე (სებასტიან კორდა, დანიელ ალტმაიერი). ადრე ასეთი რამ მოხდა 1991 წელს (ტოდ მარტინი, კრისტიან მინიუსი), 1992 წელს (ანდრეი მედვედევი, დიეგო პერესი), 1995 წელს (სკოტ დრეიპერი, იუნეს ელ-აინაუი, ადრიან ვოინეა) და 1998 წელს (მარატ საფინი, იენს კნიპშილდი).

6 – ქულების რაოდენობა, რომელიც სტეფანო ტრავალიამ პირველ სეტში რაფაელ ნადალის წინააღმდეგ მოიგო. ესპანელმა საათსა და 35 წუთში მოიგო მატჩი და ზედიზედ მეორე შეხვედრაში არ მისცა მეტოქეებს ბრეიკ-პოინტის შანსი.

10 – მეათე ცდიდან გრიგორ დიმიტროვი პირველად გავიდა როლან გაროსის მერვედფინალში.

19 – იანიკ სინერი 19 წლისაა და ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ერნესტ გულბისის (2008) შემდეგ, ვინც მერვედფინალამდე მიაღწია.

28 – პირველად ბოლო 28 წლის განმავლობაში, როლან გაროსის მერვედფინალში სამი მოთამაშეა, ვინც არ შედის რეიტინგის TOP150-ში – დანიელ ალტმაიერი (186), სებასტიან კორდა (213) და უგო გასტონი (239).

30 – ეს არის ლორენცო სონეგოსა და ტეილორ ფრიტცის მატჩის მესამე სეტში გათამაშებული ტაი-ბრეიკის ხანგრძლივობა. სონეგომ გეიმი 19:17 მოიგო. ფრიტცს ამ ტაი-ბრიეკში ექვსი სეტბოლი ჰქონდა.

48 – სებასტიან კორდას მიერ შესრულებული „ვინერსების“ რაოდენობა პედრო მარტინესის წინააღმდეგ.

71 – ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსზე 71-ე მატჩი მოიგო და ამ მაჩვენებლით გაუსწრო როჯერ ფედერერს. სერბი საერთო სიაში მეორე ადგილზეა და რაფაელ ნადალს ჩამორჩება (96 მოგება).

239 – უგო გასტონი ყველაზე დაბალრეიტინგიანი ჩოგბურთელია გილერმო კანიასის (248-ე, 2004) შემდეგ, ვინც „დიდი სლემის“ ტურნირის მერვედფინალში გააღწია. ამ ეტაპზე გავიდა TOP200-ის მიღმა მყოფი კიდევ ერთი ჩოგბურთელი – 213-ე ნომერი სებასტიან კორდა.

221 485 – ამ თანხას მიიღებს მერვედფინალში თამაშისთვის უგო გასტონი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ჩოგბურთელს კარიერაში გამოუმუშავებია – 171 247 დოლარი.

 

კაცები. 1/16 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-გალან რივეროსი (კოლ) 6:0, 6:3, 6:2

ნადალი (ესპ, 2)-ტრავალია (იტა) 6:1, 6:4, 6:0

ტიმი (ავსტრია, 3)-რუუდი (ნორ, 28) 6:4, 6:3, 6:1

ციციპასი (საბ, 5)-ბედენე (სლოვენ) 6:1, 6:2, 3:1 უარი

ა. ზვერევი (გერ, 6)-ჩეკინატო (იტა) 6:1, 7:5, 6:3

ალტმაიერი (გერ)-ბერეტინი (იტა, 7     6:2, 7:6(5), 6:4

შვარცმანი (არგ, 12)-გომბოში (სლოვაკ) 7:6(3), 6:3, 6:3

რუბლიოვი (რუს, 13)-ანდერსონი (ს. აფრ) 6:3, 6:2, 6:3

ხაჩანოვი (რუს, 15)-გარინი (ჩილ, 20) 6:2, 3:6, 6:4, 6:2

კარენიო ბუსტა (ესპ, 17)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 10) 6:4, 6:3, 5:7, 6:4

დიმიტროვი (ბულ, 18)-კაბრალიესი ბაენა (ესპ) 6:1, 6:3

სონეგო (იტა)-ფრიტცი (აშშ, 27) 7:6(5), 6:3, 7:6(17)

ფუჩოვიჩი (უნგ)-მონტეირო (ბრა) 7:5, 6:1, 6:3

გასტონი (საფ)-ვავრინკა (შვეიც, 16) 2:6, 6:3, 6:3, 4:6, 6:0

სინერი (იტა)-კორია (არგ) 6:3, 7:5, 7:5

კორდა (აშშ)-მარტინესი (ესპ) 6:4, 6:3, 6:1

დატოვე კომენტარი