როლან გაროსი 2020, IV დღე - სიმონა ჰალეპმა ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო
როლან გაროსი 2020, IV დღე - სიმონა ჰალეპმა ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო

როლან გაროსზე პირველ ნომრად განთესილი სიმონა ჰალეპის მოგებათა სერია 15 მატჩამდე ავიდა. რუმინელმა მესამე წრეში თამაშის უფლება თანამემამულე ირინა-კამელია ბეგუს დამარცხების შემდეგ მოიპოვა – 6:3, 6:4.

წინა შეხვედრა ესპანელი სორიბეს ტორმოს წინააღმდეგ ჰალეპმა ზედიზედ 10 გეიმის მოგებით დაასრულა, ბეგუსთან მატჩი კი ზედიზედ სამი გეიმის მოგებით დაიწყო. ორივე სეტი ერთნაირი სცენარით განვითარდა – ჰალეპი ბრეიკით იწყებდა, ბეგუ უკუბრეიკს ასრულებდა, მაგრამ სიმონა კიდევ ახერხებდა მეტოქის მოწოდების აღებას.

ჰალეპი ბევრ შანსს ანიავებდა მთელი მატჩის განმავლობაში – 10 ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა, ბეგუმ კი – ორიდან ორი.

ჰალეპის შემდეგი მეტოქე ამანდა ანისიმოვა იქნება.

დატოვე კომენტარი