როლან გაროსი 2020, I დღე – ჰალეპმა საკუთარ დაბადების დღეზე მოიგო (ვიდეო)

18:15, 27.09.2020

როლან გაროსის პირველი სათამაშო დღე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სიმონა ჰალეპის 29-ე დაბადების დღეს დაემთხვა. რუმინელმა საკუთარ თავს დღეობა ორსეტიანი მოგებით მიულოცა. მისი მეტოქე ესპანელი სარა სორიბეს ტორმო იყო.

ჰალეპს მხოლოდ პირველი სეტის პირველი ნახევარი არ გამოუვიდა და 2:4 ჩამორჩა. ამის შემდეგ, რუმინელმა მთლიანად მოიპოვა ინიციატივა და ზედიზედ 10 გეიმი მოიგო – 6:4, 6:0. შეხვედრა საათი და 22 წუთი გაგრძელდა.

ჰალეპისთვის ეს იყო ზედიზედ მე-15 მოგება – როლან გაროსამდე მან ზედიზედ სამ ტურნირში გაიმარჯვა: დუბაიში, პრაღასა და რომში.

მსგავსი