როლან გაროსი 2020, I დღე - აზარენკა მეორე წრეში 61 წუთში გავიდა (ვიდეო)
როლან გაროსი 2020, I დღე - აზარენკა მეორე წრეში 61 წუთში გავიდა (ვიდეო)

როლან გაროსის ქალთა ტურნირზე ძალიან იოლად მოიპოვა მეორე წრის საგზური ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ღიას ფინალში ითამაშა.

ფავორიტი მონტენეგროელ დანკა კოვინიჩს ეთამაშებოდა და 61 წუთში 6:1, 6:2 მოიგო.

ორივე სეტი თითქმის ერთნაირი სცენარით მიდიოდა. აზარენკამ თითო პარტიაში სამი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ორ-ორი ბრეიკი შეასრულა. არც ერთ სეტში კოვინიჩი ბრეიკ-პოინტამდე არ მისულა. ბელარუსმა საკუთარ გეიმებში ჯამში მხოლოდ 10 ქულა დათმო.

უფრო ხშირად, აზარენკა მეტოქის შეცდომებით გადიოდა ფონს – მხოლოდ რვა „ვინერსი“ ჰქონდა, მისმა მოწინააღმდეგემ კი 22 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ვიქტორიას შემდეგი მეტოქე ანა კაროლინა შმიედლოვა იქნება, რომელმაც პირველ წრეში ვეტერანი ვინუს უილიასი ორ სეტში – 6:4, 6:4 დაამარცხა.