„როლან გაროსი“ 2019 – როჯერ ფედერერი პირველი მეოთხედფინალისტია

18:07, 02.06.2019

„როლან გაროსის“ მამაკაცთა ტურნირის პირველი მეოთხედფინალისტი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი გახდა. მან მერვედფინალში ძალიან იოლად დაამარცხა არგენტინელი ლეონარდო მაიერი – 6:2, 6:3, 6:3. ფედერერმა ამისთვის საათი და 45 წუთი დახარჯა.

როჯერმა იდეალურად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე. შვეიცარელმა არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა მეტოქეს, პირველი მოწოდებით ქულების 83 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 70. მაიერის გეიმებში ფედერერმა 10 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთი გამოიყენა.

ჯერჯერობით, როჯერი სეტის წაუგებლად მიიწევს წინ. მეოთხედფინალში მისი მეტოქე შვეიცარიელ სტენ ვავრინკასა და ბერძენ სტეფანოს ციციპასის მატჩში ირკვევა.

მსგავსი