„როლან გაროსი“ 2019 - ქალთა ტურნირს მეორე ნომერი გამოეთიშა
„როლან გაროსი“ 2019 - ქალთა ტურნირს მეორე ნომერი გამოეთიშა

„დიდი სლემის“ რიგით მეორე ტურნირზე „როლან გაროსზე“ მეთექვსმეტედფინალური ეტაპის დრო დადგა.

მეექვსე სათამაშო დღე სენსაციით დაიწყო – ბრძოლას გამოეთიშა ქალების ტურნირის მეორე ნომერი კაროლინა პლიშკოვა.

ჩეხმა პირწმინდად დათმო შეხვედრა მსოფლიოს 31-ე ჩოგანთან, ხორვატ პეტრა მარტიჩთან – 3:6, 3:6. საათსა და 27 წუთში მარტიჩმა 12-დან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, პლიშკოვამ – რვიდან ორი. ჩეხმა საშინლად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – პირველ ბურთზე რეალიზაციის 54 პროცენტი ჰქონდა, მეორეზე – 33.

კაროლინა პლიშკოვამ „როლან გაროსამდე“ ერთი კვირით ადრე, რომში „პრემიერ“ კატეგორიის ტურნირი მოიგო და პარიზში ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა.