როლან გაროსი 2019 - 17 წლის ამერიკელმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა
როლან გაროსი 2019 - 17 წლის ამერიკელმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა
„როლან გაროსის“ ქალთა ტურნირზე სენსაციების სერია გაგრძელდა.
17 წლის ამერიკელმა თინეიჯერმა ამანდა ანისიმოვამ მოქმედი ჩემპიონი, რუმინელი სიმონა ჰალეპი დაამარცხა და კარიერაში პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში, თანაც ისე, რომ განვლილ ხუთ მატჩში ერთი სეტიც კი არ წაუგია.
ჰალეპთან ანისიმოვამ საათსა და 10 წუთში მოამთავრა საქმე – 6:2, 6:4.

მეტოქეები არც ისე ბევრ შანსს აძლევდნენ ერთმანეთს საკუთარ მოწოდებებზე – მათ შვიდ-შვიდი ბრეიკ-პოინტი დააგროვეს და ანისიმოვამ რეალიზაციაში აჯობა რუმინელს: ოთხი ბრეიკი ჰქონდა ერთის წინააღმდეგ.
ანისიმოვა XXI საუკუნეში დაბადებული პირველი ჩოგბურთელია (ქალებშიც და კაცებშიც), ვინც ასე შორს გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირებზე. ამერიკელისთვის ეს იყო კარიერაში მესამე მოგება პირველი ოცეულის მოთამაშესთან.