როხოს „მანჩესტერის“ დატოვება სურს
როხოს „მანჩესტერის“ დატოვება სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი მარკოს როხო, რომელიც ინგლისურ კლუბში არგენტინული „ესტუდიანტესიდან“ იჯარის წესით არის გადასული, სავარაუდოდ კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს, – ცნობას The Sun ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 30 წლის არგენტინელის აგენტმა მანჩესტერელებს ფეხბურთელის ამ ზაფხულს გაშვება სთხოვა. როხო ინგლისელთა რიგებში 2014 წლიდან ასპარეზობს. მცველმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში მხოლოდ ცხრა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.