როჯერ გრეისიმ კორონავირუსი დაამარცხა
როჯერ გრეისიმ კორონავირუსი დაამარცხა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი მებრძოლი როჯერ გრეისი, რომელიც ლეგენდარული რენზო გრეისის ბიძაშვილია აცხადებს, რომ მან კორონავირუსი დაამარცხა.

38 წლის ბრაზილიელი ვეტერანი ხალხს აფრთხილებს, რომ კორონავირუსი სერიოზული დაავადებაა და რეკომენდაციებს აძლევს.

„მე ვიყავი ინფიცირებული და ამჟამად, სრულად ვარ გამოჯანრთლებული. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, მსურს გიამბოთ ამ ვირუსის შესახებ და გაგაფრთხილოთ, რომ ეს სერიოზული დაავადებაა. 10 დღის განმავლობაში ლოგინში ვიწექი და 40 გრადუსი მქონდა ტემპერატურა. მაწუხებდა საშინელი ხველა. ასევე სუნთქვის ნაკლებობაც მქონდა. მძმედ გადავიტანე ეს ყველაფერი, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდოთ ამ საკითხს“.

გრეისი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში 2006-დან 2017 წლამდე ასპარეზობდა. მას სულ ათი ბრძოლა აქვს გამართული და აქედან რვა ბრაზილიელის გამარჯვებით დასრულდა.