როჯერ ფედერერს ყველაზე მეტი სპონსორი ჰყავს
როჯერ ფედერერს ყველაზე მეტი სპონსორი ჰყავს

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის ლიდერი გახდა სპონსორული შემოსავლების ოდენობით.

37 წლის შვეიცარიელმა, რომელიც წარმოადგენს კომპანიებს Rolex, Rimowa, Uniqlo, Mercedes-Benz, Moet & Chandon, Credit Suisse-სა და სხვებს, სარეკლამო კონტრაქტებით ერთ წელიწადში 86 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამას ემატება კორტზე გამომუშავებული 7.4 მილიონი დოლარი, რითაც „ფორბსის“ საერთო რეიტინგში ფედერერი მეხუთე ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, რომ სპონსორული თანხებით ფედერერი 30 მილიონზე მეტით უსწრებს მეორე ადგილზე გასულ ამერიკელ გოლფისტს ტაიგერ ვუდსს.