როჯერ ფედერერს კარიერაში 1200 მოგება დაუგროვდა
როჯერ ფედერერს კარიერაში 1200 მოგება დაუგროვდა

შვეიცარიელი როჯერ ფედერერისთვის მადრიდის „მასტერსზე“ მერვედფინალის მოგება 1200-ე გამარჯვება იყო პროფესიულ ტურში. ლეგენდამ 6:0, 4:6, 7:6 დაამარცხა გაელ მონფილსი.

როჯერი მეორე ჩოგბურთელის ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. ლიდერი გახლავთ ამერიკელი ჯიმი კონორსი, რომელსაც კარიერაში 1274 მოგებული მატჩი დაუგროვდა.

კარიერაში მოგებული თამაშების რაოდენობით საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ჯიმი კონორსი – 1 274
2. როჯერ ფედერერი – 1 200
3. ივან ლენდლი – 1 068
4. გილერმო ვილასი – 949
5. რაფაელ ნადალი – 936

როჯერ ფედერერის საიუბილეო მოგებები:

100 – ბუტლერი. 2001. ბაზელი
200 – იუჟნი. 2003. ჰალე
300 – ჰიუიტი. 2004. აშშ-ის ღია
400 – ჰაასი. 2006. ავსტრალიის ღია
500 – ფერერი. 2007. მონტე კარლო
600 – ალვეში. 2008. აშშ-ის ღია
700 – რაისტერი. 2010. როლან გაროსი
800 – მონაკო. 2011. პარიზი
900 – სიმონი. 2013. როლან გაროსი
1000 – რაონიჩი, 2015. ბრისბენი
1100 – სუგიტა. 2017. ჰალე
1200 – მონფილსი. 2019. მადრიდი