როჯერ ფედერერმა წლის შემაჯამებელზე პირველად მოიგო
როჯერ ფედერერმა წლის შემაჯამებელზე პირველად მოიგო

ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე ტური დაიწყო. B ჯგუფში ამ ტურის პირველ მატჩში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და იტალიელი მატეო ბერეტინი შეხვდნენ ერთმანეთს, რომლებმაც პირველ ტურში, შესაბამისად, ავსტრიელ დომინიკ ტიმთან და სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგეს.

ჩოგბურთელებმა ორი განსხვავებული სეტი ჩაატარეს. პირველში თანაბარი ბრძოლა იყო – ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ფედერერს ჰქონდა მე-11 გეიმში, მაგრამ ბერეტინიმ საფრთხე მოიგერია. თუმცა, იტალიელმა ტაი-ბრეიკზე დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ლეგენდარულ მეტოქეს და მხოლოდ ორი ქულა აიღო მე-13 გეიმში.

მეორე სეტში ფედერერმა პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი. ბერეტინის უკუბრეიკის შესრულება მერვე გეიმში შეეძლო, როცა სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ როჯერმა თავი კარგად დაიცვა, რის შემდეგაც, მეცხრე გეიმში აღებული ბრეიკით დაასრულა მატჩი – 7:6(2), 6:3.

გვიან ღამით გაიმართება ამ ჯგუფში მეორე შეხვედრაში, რომელშიც პირველ ტურში მოგებულები – ჯოკოვიჩი და ტიმი შეხვდებიან ერთმანეთს.