როჯერ ფედერერმა ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაში გადაწყვიტა
როჯერ ფედერერმა ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაში გადაწყვიტა

38 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ტოკიოში გაიმართება.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, განვიხილავდი გუნდთან ერთად – რას გავაკეთებდი მომდევნო სეზონში უიმბლდონსა და აშშ-ის ღია პირველობას შორის. ბოლოს და ბოლოს,  გულმა მიკარნახა, რომ ისევ უნდა ვითამაშო ოლიმპიადაზე“, –  ფედერერის სიტყვები საკუთარ „ტვიტერზე“ საჩოგბურთო მიმომხილველს ენდი შოლერს მოჰყავს.

ფედერერს ერთხელ აქვს მოგებული ოლიმპიური ოქრო – 2008 წელს, როდესაც პეკინში წყვილებში სტენ ვავრინკასთან ერთად გაიმარჯვა. 2012 წელს, ლონდონში ერთეულების ფინალში გავიდა, სადაც ბრიტანელ ენდი მარეისთან წააგო.

უფრო ადრე, ტოკიოში თამაშის სურვილი მსოფლიოს პირველ ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოთქვა.