როჯერ ფედერერმა სუპერსელფი გადაიღო

10:15, 19.09.2019

20 სექტემბერს, შვეიცარიაში დაიწყება ლეივერსის თასის მესამე გათამაშება. ევროპის ნაკრები სრულ მზადყოფნაშია ბრძოლისთვის, რაც გვამცნო კიდეც ორგანიზატორმა და მონაწილემ როჯერ ფედერერმა.

„ლეივერის თასი-2019, ევროპის გუნდი“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ როჯერმა და თავისი გადაღებული სელფიც განათავსა. ფოტოზე მასთან ერთად არიან – ესპანელი რაფაელ ნადალი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და იტალიელი ფაბიო ფონინი.

ტრადიციულად, ევროპის ნაკრებს დაუპირისპირდება დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები, რომელშიც ითამაშებენ: ამერიკელები ჯონ ისნერი, ტეილორ ფრიტცი, ჯეკ სტოკი, კანადელები მილოშ რაონიჩი, დენის შაპოვალოვი და ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი. ზედიზედ მესამე წელია გუნდების კაპიტნები იქნებიან – ბიორნ ბორგი (ევროპა) და ჯონ მაკინროი (დანარჩენი მსოფლიო).

სამატჩო ტურნირი 20-22 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი