როჯერ ფედერერმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა #1TVSPORT

00:52, 13.08.2026

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა. ეს მოხდა ზუსტად ერთი წლის თავზე მას შემდეგ, რაც ჟურნალმა Forbes-მა ის ოფიციალურად შეიყვანა ამ სიაში 2025 წლის აგვისტოში.

45 წლის სპორტსმენის კაპიტალის მკვეთრი შემცირების მიზეზი გახდა სპორტული ბრენდის On-ის აქციების ღირებულებაზე მნიშვნელოვანი დარტყმა. ფედერერი ამ კომპანიის თანამფლობელია. სამშაბათს, On Holdings-ის აქციები 19 პროცენტით დაეცა. იტყობინებიან, რომ ბოლო სამ თვეში კომპანიის სუფთა გაყიდვებმა 850.4 მილიონი შვეიცარიული ფრანკი შეადგინა: ეს მაჩვენებელი წინა სამ თვესთან შედარებით 13 პროცენტით არის გაზრდილი, მაგრამ მიზნობრივ მოლოდინზე დაახლოებით 28 მილიონი ფრანკით ნაკლებია.

ფედერერი აქციათა დაახლოებით 2.5 პროცენტს ფლობს On Holding-ში, რომელიც სპორტულ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს აწარმოებს. ბოლო სამი თვის შეუსრულებელი გეგმის გამო, მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრის კაპიტალი ერთ დღეში მინიმუმ 52 მილიონი დოლარით შემცირდა და საერთო ჯამში 952.4 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, შვეიცარიელი მილიარდიანი ნიშნულის ქვემოთ აღმოჩნდა.

მსგავსი