როჯერ ფედერერმა მერვედფინალში წააგო #1TVSPORT
როჯერ ფედერერმა მერვედფინალში წააგო #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა დაასრულა გამოსვლა გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირზე, სადაც ბალახის კორტებზე იმართება ATP 500 კატეგორიის შეჯიბრი.

რეიტინგის ამჟამინდელმა მერვე ნომერმა წააგო კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან, რომელის კლასიფიკაციაში 21-ე პოზიციაზეა. ფედერერმა მოიგო სასტარტო სეტი, მაგრამ დათმო მომდევნო ორი პარტია – 6:4, 3:6, 2:6.

ოჟე-ალიასიმმა 12 ეისი შეასრულა და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ფედერერს ხუთი ეისი და ერთი ორმაგი შეცდომა ჰქონდა. კანადელი ჩოგბურთელის დიდ უპირატესობაზე მეტყველებს ბრეიკ-პოინტების რაოდენობა. ოჟე-ალიასიმს 15 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და სამი გამოიყენა, ფედერერს მხოლოდ ერთი, რომლის გამოყენებაც მოახერხა.

ფედერერისთვის ეს იყო მხოლოდ მეორე მატჩი ბალახის კორტზე ბოლო ორი წლის განმავლობაში.

შვეიცარიელი ჩოგბურთელი ჰალეს ტურნირის 10-გზის ჩემპიონია.