როჯერ ფედერერმა იოლად გაიარა როლან გაროსის პირველი წრე #1TVSPORT
როჯერ ფედერერმა იოლად გაიარა როლან გაროსის პირველი წრე #1TVSPORT

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა მოგებით დაიწყო როლან გაროსი. „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა უპრობლემოდ დაამარცხა უზბეკი დენის ისტომინი – 6:2, 6:4, 6:3. მატჩი საათი და 35 წუთი გაგრძელდა.

ფედერერმა საკუთარ მოწოდებაზე უმაღლეს დონეზე ითამაშა – თავის გეიმებში მან მხოლოდ 13 ქულა დათმო და მეტოქე არცერთ ბრეიკ-პოინტამდე არ მიუშვა. ამასთან, შვეიცარიელმა 13 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთი ბრეიკი შეასრულა. როჯერის ანგარიშზე 48 „ვინერსი“ და მხოლოდ 20 უნებლიე შეცდომა იყო.

ფედერერის შემდეგი მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩი იქნება.