როჯერ ფედერერმა იდეალური ჩოგბურთელი „შეადგინა“
როჯერ ფედერერმა იდეალური ჩოგბურთელი „შეადგინა“

„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ილაპარაკა – რა თვისებები უნდა გააჩნდეს იდეალურ ჩოგბურთელს.

„ფორჰენდი აუცილებლად ფერნანდო გონსალესის უნდა ჰქონდეს, ბურთის გრძნობა – მარსელო რიოსის, მოწოდება – ჯონ ისნერის ან პიტ სამპრასის. იდეალური ბექჰენდი, ალბათ, ნოვაკ ჯოკოვიჩის ან ანდრე აგასის, საბრძოლო სული – ერთმნიშვნელოვნად რაფაელ ნადალის, სისწრაფე – გაელ მონფილსის. ამ სიაში საკუთარ თავს არ შევიყვან“, – განაცხადა ფედერერმა.

2019 წელს, 38 წლის შვეიცარიელმა ოთხი ტურნირი მოიგო – დუბაიში, მაიამიში, ჰალესა და ბაზელში.