როჯერ ფედერერმა დამაჯერებლად დაიწყო

18:27, 14.01.2019

ძალიან დამაჯერებელი სტარტი აიღო ავსტრალიის ღია პირველობაზე, კაცებს შორის მოქმედმა ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა. მსოფლიოს მესამე ჩოგანი, უზბეკ დენის ისტომინს ხვდებოდა და ზუსტად ორ საათში სამ სეტში გაიმარჯვა – 6:3, 6:4, 6:4.

ფედერერმა ბრწყინვალედ ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – 14 ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 83 პროცენტი აიღო, მეორეთი – 67 და მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ დაუთმო. თავად შვეიცარიელმა ცხრა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და სამი შანსი გამოიყენა – თითო ყოველ პარტიაში.

შვეიცარიელის შემდეგი მეტოქე ბრიტანელი დანიელ ევანსი იქნება, რომელიც მსოფლიოს 189-ე ჩოგანია.

მსგავსი