როჯერ ფედერერმა დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი წააგო #1TVSPORT
როჯერ ფედერერმა დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი წააგო #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა პირველი მატჩი ჩაატარა პროფესიულ ტურში 11 მარტის შემდეგ. მაშინ დოჰას ტურნირის მეორე წრეში შვეიცარიელმა სამ სეტში წააგო ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილთან.

ფედერერის დაბრუნება ჟენევას ტურნირზე შედგა. მისი მეტოქე იყო მსოფლიოს 75-ე ჩოგანი, ესპანელი პაბლო ანდუხარი, რომელმაც საათსა და 54 წუთში სამ სეტში გაიმარჯვა – 6:4, 4:6, 6;4.

პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ანდუხარმა გამოიმუშავა და მან ეს შანსი გამოიყენა. მეორე სეტში იგივე სცენარი იყო, ოღონდ, ამჯერად, ერთადერთი ბრეიკ-პოინტი და ბრეიკი ფედერერს ჰქონდა.

მესამე სეტში ფედერერი ახლოს იყო მოგებასთან – ის ბრეიკით 4:2-ს იგებდა, მაგრამ ზედიზედ ოთხი გეიმი და მასთან ერთად მატჩი წააგო. ამ თამაშის შემდეგ შეწყდა ფედერერის 32-მატჩიანი წაუგებელი სერია შვეიცარიაში.

დატოვე კომენტარი