როჯერ ფედერერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია
როჯერ ფედერერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი მესამე ადგილზე გავიდა ყველაზე მაღალანაზღაურებად ცნობილ ადამიანებს შორის ერთ წელიწადში გამომუშავებული თანხის ოდენობით. ლაპარაკია 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდზე.

როგორც ავტორიტეტული ჟურნალი „ფორბსი“ იტყობინება, შვეიცარიელმა გამოიმუშავა 106.3 მილიონი დოლარი და ჩამორჩა მხოლოდ მოდელსა და მედიის წარმომადგენელ კაილი ჯენერსა (590 მილიონი) და მუსიკოსს კანიე უესტს (170 მილიონი).

პირველი ხუთეული შეავსეს ფეხბურთელებმა – პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდომ და არგენტინელმა ლიონელ მესიმ, რომლებმაც, შესაბამისად, 105 და 104 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

ასევე ტოპ-ათეულში აღმოჩნდნენ ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი (95.5 მილიონი) და ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი (72.5 მილიონი). „ფორბსის“ რეიტინგში მე-16 ადგილზეა „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი (74.4 მილიონი).