როჯერ ფედერერი - თებერვლის შემდეგ არ მივარჯიშია და არც ჩოგბურთი მენატრება
როჯერ ფედერერი - თებერვლის შემდეგ არ მივარჯიშია და არც ჩოგბურთი მენატრება

შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ილაპარაკა მუხლის ტრავმის შემდეგ მიმდინარე აღდგენით პროცესზე. ამ დაზიანების გამო, წლის დასაწყისში „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა ნახევარწლიანი პაუზის შესახებ გამოაცხადა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილ საჩოგბურთო სეზონს დაემთხვა.

„ასე დიდი ხნით სახლში არ დავრჩენილვარ. რა თქმა უნდა, ოჯახისთვის ეს დადებითი მომენტია – შესანიშნავად ვატარებთ დროს, თუმცა, ხანდახან ერთმანეთი ჭკუიდან გადაგვყავს. სასიხარულოა ის, რომ გარემოებების მიუხედავად, ჩემი ყველა ახლობელი ჯანმრთელადაა.

ოპერაციის შემდეგ, ერთხელაც არ მივარჯიშია. ამაში აზრს ვერ ვხედავ. უკვე სრულ წესრიგში ვარ, მაგრამ ჯერ არავინ იცის, როდის განახლდება სეზონი.

სიმართლე გითხრათ, დიდად არც თამაში მომნატრებია, თუმცა, ამგვარი განწყობა დროებითია. როგორც კი სეზონის განახლების კონკრეტულ ვადას დაასახელებენ, მაშინვე მიზანი გამიჩნდება და მაქსიმალურად მოტივირებული ვიქნები. ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ფედერერმა.

დატოვე კომენტარი