როჯერ ფედერერი - შვილებს რაფას აკადემიაში გავუშვებ
როჯერ ფედერერი - შვილებს რაფას აკადემიაში გავუშვებ

მსოფლიოს მესამე ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი წინააღმდეგი არ არის, თავისი შვილები რაფაელ ნადალის საჩოგბურთო აკადემიაში გაუშვას.

„რა თქმა უნდა, მე მაქვს იდეები ცხოვრების იმ პერიოდთან დაკავშირებით, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყება. მინდა ბავშვებს ბევრი რამ ვასწავლო. თუ ჩემი შვილები, ერთ მშვენიერ დღეს მოისურვებენ ჩოგბურთის თამაშს, მე მათ აუცილებლად გავგზავნი რაფას აკადემიაში. რასაც ის აკეთებს, უნიკალური და მნიშვნელოვანია“, – მოჰყავს 38 წლის ფედერერის სიტყვები „დეილი ექსპრესს“.

როჯერსსა და მის მეუღლეს მირკას ოთხი შვილი ჰყავთ – 2009 წელს დაიბადნენ ტყუპი ქალიშვილები და 2014 წელს – ტყუპი ვაჟები.

დატოვე კომენტარი