როჯერ ფედერერი შვეიცარიის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია
როჯერ ფედერერი შვეიცარიის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია

კორონავირუსის პანდემიისა და 2020 წლის შემოკლებული სპორტული სეზონის გამო, შვეიცარიაში გადაწყვიტეს დააჯილდოვონ არა წლის სპორტსმენი, არამედ, ქვეყნის სპორტის ისტორიაში, კერძოდ, ბოლო 70 წლის საუკეთესო სპორტსენი.

ხმის მიცემა დამაჯერებლად მოიგო ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა – „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა და წყვილთა თანრიგში ოლიმპიურმა ჩემპიონმა. 39 წლის ფედერერმა ხმების დაახლოებით ნახევარი მიიღო. მეორე ადგილი 12.8 პროცენტით მოთხილაურე დარიო კოლონიას ერგო, რომელიც ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მესამე ადგილზე გავიდა სამთო მოთხილამურე პირმინ ცურბრიგენი 11.9 პროცენტით.

ფედერერს 2020 წლის ავსტრალიის ღიას შემდეგ არ უთამაშია. ლეგენდა 2021 წელს აპირებს ჩოგბურთში დაბრუნებას.