როჯერ ფედერერი - შეიძლება ეგოისტი ვარ, მაგრამ ოლიმპიადის გადატანა ჩემთვის კარგი ამბავი იყო
როჯერ ფედერერი - შეიძლება ეგოისტი ვარ, მაგრამ ოლიმპიადის გადატანა ჩემთვის კარგი ამბავი იყო

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კომენტარი გაუკეთა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 2021 წელს გადატანას.

„ამ ტურნირს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, ეს ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემთვის ოლიმპიადის გადატანა კარგი ამბავი გახდა, რადგან 2020 წელს, გარკვეული პრობლემები შემექმნა.

მინდა მჯეროდეს, რომ მომავალ წელს ოლიმპიადა გაიმართება. მახსოვს ჩემი გამარჯვება ტოკიოში 2006 წელს, ახლა კი იქ ზაფხულის თამაშები უნდა გაიმართოს“, – განაცხადა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა.

დატოვე კომენტარი