როჯერ ფედერერი რეიტინგის TOP10-ს დატოვებს #1TVSPORT
როჯერ ფედერერი რეიტინგის TOP10-ს დატოვებს #1TVSPORT

ინდიან უელსში მიმდინარე „მასტერსის“ მესამე წრეში პოლონელმა ჰუბერტ ჰურკაჩმა ამერიკელი ფრენსის ტიაფო ორ სეტში დაამარცხა – 6:3, 6:2. ამ მოგების წყალობით, ჰურკაჩი რეიტინგში როჯერ ფედერერს გაუსწრებს.

შესაბამისად, ლეგენდარული შვეიცარიელი მომდევნო კვირას დაკარგავს ადგილს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში.

ბოლოს „დიდი სლემის“ 20-გზის ჩემპიონი საუკეთესო ათეულის მიღმა 2017 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის წინ იყო. ფედერერმა ეს ტურნირი მე-17 ჩოგანის რანგში მოიგო.

ახალ რეიტინგში, რომელიც მომავალი კვირის ორშაბათს გამოქვეყნდება, როჯერი მე-11 ნომერი იქნება.