როჯერ ფედერერი პირველი შვეიცარიელია, ვინც სიცოცხლეშივე გამოსახეს მონეტაზე (ვიდეო)
როჯერ ფედერერი პირველი შვეიცარიელია, ვინც სიცოცხლეშივე გამოსახეს მონეტაზე (ვიდეო)

ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელს როჯერ ფედერერს დიდი პატივი ხვდა წილად – მის ქვეყანაში გამოუშვეს 20-ფრანკიანი საიუბილეო მონეტა როჯერის გამოსახულებით. გამოცემა „ბლიკის“ ინფორმაციით, ფედერერი პირველი შვეიცარიელი გახდა, რომელიც სიცოცხლეშივე გამოსახეს ადგილობრივ საიუბილეო მონეტაზე.

მონეტას ოფიციალურად 2020 წლის 23 იანვარს გამოუშვებენ. მაისში გამოვა მეორე მონეტა ფედერერის გამოსახულებით – ის ოქროსი იქნება 50 ფრანკის ნომინალით.

თავად ჩოგბურთელმა საკუთარ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა მონეტის დამზადების ვიდეო, თან მიაწერა: „მადლობა შვეიცარიას ამ დაუჯერებელი პატივისთვის“.