როჯერ ფედერერი – პირველი მატჩი 0:6, 0:6 წავაგე

16:09, 23.11.2020
MELBOURNE, AUSTRALIA - JANUARY 28: Roger Federer of Switzerland celebrates his victoryin his quarter final match against Tennys Sandgren of the United States on day nine of the 2020 Australian Open at Melbourne Park on January 28, 2020 in Melbourne, Australia. (Photo by TPN/Getty Images)

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა გაიხსენა, როგორ ჩაიარა მისმა დებიუტმა დიდ ჩოგბურთში.

„იმის გათვალისწინებით, რომ შვეიცარიაში გავიზარდე, ჩემს სამყაროში პირველ ადგილზე ყოველთვის განათლება იყო. სპორტი კი რაღაც უფრო ცხოვრების წესად აღიქმებოდა. თუმცა, მახსოვს, როგორ ვთამაშობდი უკანა ეზოში ჩემს მეგობართან ერთად მაგიდის ჩოგბურთს ან დიდ ჩოგბურთს, და ხუმრობით ვაცხადებდი: „და უიმბლდონის ჩემპიონი გახდა როჯერ ფედერერი!“ გამოდის, რომ ბავშვობიდან ვოცნებობ დიდ გამარჯვებებზე. კედელთან თამაშის დროსაც კი მესმოდა, რომ ჩოგბურთი – ეს არ იყო უბრალოდ ბურთისთვის ჩოგნის მორტყმა. ეს უფრო მეტი იყო.

გარდა ამისა, ფეხბურთსაც ვთამაშობდი. მომწონდა და არასოდეს მქონია სინანულის გრძნობა, მაგრამ გარკვეულ მომენტში არჩევანის გაკეთება მომიწია – ჩოგბურთი თუ ფეხბურთი. საბედნიეროდ, ჩოგბურთი ავირჩიე.

ბავშვობაში ჩემი პირველი მატჩი 0:6, 0:6 წავაგე. ჭორები დადიოდა, რომ შვეიცარიის ჩოგბურთის ფედერაციაში ეჭვიც კი შეეპარათ ჩემს შესაძლებლობებში – ისეთი კარგი არ ვიყავი, როგორც თავდაპირველად ფიქრობდნენ. მიუხედავად ამისა, ვარჯიშები გავაგრძელე და უკვე 12 წლის ასაკში პირველად გავხდი შვეიცარიის ჩემპიონი იუნიორებს შორის“, – განაცხადა ფედერერმა.

მსგავსი